მეუფე პეტრე – “ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს მეუფე იაკობი ნახმარი და ამიტომ იყენებს ამ სიტყვას, მე ვარ ერთადერთ პარტიაში – ქრისტე ღმერთის ერთობა”

“უზრდელი მოდის პროვოკაციაზე, რათა მე რამე არაქრისტიანული ჩავიდინო. რა თქმა უნდა, მე ამ შეცდომას არ დავუშვებ და აღვესრულები ქრისტიანულად”, – ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და გამოეხმაურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას, სადაც იგი მასზე საუბრობს და ამბობს, რომ „ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო…. რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს, მიიღებს”.
„ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს მეუფე იაკობი ნახმარი და ამიტომ იყენებს ამ სიტყვას. მე ვარ ერთადერთ პარტიაში – ქრისტე ღმერთის ერთობა.
მეუფე იაკობი გამოდის და უზნეობას, უწმინდურობას საუბრობს, პატრიარქის სიტყვას ახმოვანებს და ამ უზნეობას წერტილი დაესმება. ავაზაკები და უზრდელი ადამიანები ეკლესიიდან აუცილებლად განიკვეთებიან, ამის პირობას მე ვაძლევ საქართველოს მართმადიდებელ ერს.
უზრდელი მოდის პროვოკაციაზე, რათა მე რამე არაქრისტიანული ჩავიდინო. რა თქმა უნდა, მე ამ შეცდომას არ დავუშვებ და აღვესრულები ქრისტიანულად. თავს ვწირავ ამ უწმინდურობის, უზნეობისა და კოლექტიური მეუფე იაკობების წინააღმდეგ, რომლებიც ცრუ და უზნეო ეპისკოპოსები არიან საქართველოს ეკლესიაში და მე აუცილებლად მივიღებ ღვთისაგან ჯილდოს,“ – თქვა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები