დავით სონღულაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დეტალურად მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ახალ კანონმდებლობაზე, რომლის შემუშავების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისობაში უნდა იყოს არსებულ რეალობასთან და მაქსიმალურად მორგებული იყოს სექტორზე, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის შემდგომი მდგრადი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი მუშაობა სექტორის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია. მხარეებმა მომავალში მჭიდრო და ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები