მაია ბითაძე: ფაქტი არავის უარყვია, ანზორ ჩუბინიძემ დადაადასტურა, რომ დაცვის უფროსი იყო და დასაცავი სუბიექტისთვის საფრთხის ასაცილებლად გარკვეული ქმედებები განახორციელა
“ფარული მოსმენა და ჩაწერა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მაია ბითაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
ბითაძემ აღნიშნა, რომ ფაქტი არავის უარყვია, ანზორ ჩუბინიძემ დადაადასტურა, რომ დაცვის უფროსი იყო და დასაცავი სუბიექტისთვის საფრთხის ასაცილებლად გარკვეული ქმედებები განახორციელა.
„ბერა ივანიშვილმა ინტერვიუში ახსნა მიზეზები, რის გამოც ეს საუბრები მიმდინარეობდა. როგორ თქვა, იყო ფალსიფიცირებული, გარკვეული ტექნიკური გადაკერებებით. სამწუხაროა, რომ არასრულწლოვანის მოსმენა მიმდინარეობდა, რაც ხაზს უსვამს, რომ ფარული მოსმენა და ჩაწერა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია. თუ ამისგან ქვეყანა არ გათავისუფლდება, ფუჭია საუბარი ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესზე. ფაქტი არავის უარყვია, ანზორ ჩუბინიძემ ისაუბრა გუშინ, დადაადასტურა, რომ დაცვის უფროსი იყო და დასაცავი სუბიექტისთვის საფრთხის ასაცილებლად გარკვეული ქმედებები განახორციელა, რაც ნორმალურია დაცვის ფარგლებში.
ტირაჟირება ხდება არშემდგარი ძალადობის მაშინ, როცა ჩვენ წლების განმავლობაში მომსწრე ვიყავით რეალური მოცემულობის, ათი ათასობით მოქალაქე გვყავს, ვინც წლების განმავლობაში ძალადობას განიცდიდა. სამწუხაროდ, ოჯახებია, რომელთა შვილები ძალადობას ემსხვერპლა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.