გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ოჯახს აქვს ერთადერთი მოლოდინი, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ოჯახის მოლოდინია გამამტყუნებელი განაჩენი.
მისივე თქმით, ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
“ოჯახს აქვს ერთადერთი მოლოდინი – ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს წინაშე დააფიქსირეს, რომ ისინი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ”, – აღნიშნა შაქარაშვილის ბიძამ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს.