მამუკა მდინარაძე: მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს ჩემი საუბრის, თანამდებობიდან მე უნდა გადავდგე?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

მისი თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება ადეკვატურია.

„განცხადება არ წამიკითხავს, თქვენგან გავიგე – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩუბინიძემ ჩაიწერა რაიმე? ღარიბაშვილმა მოიპოვა უკანონოდ, თუ რას მეკითხებით? ანუ თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდეს და გამოძიება დაიწყოს, თანამდებობიდან თქვენ უნდა გადადგეთ? მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს, ჩემი მონასმენის, თამამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები