“ევროკავშირი ფიქრობს, რომ, მოსმენილი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო რეგიონში კვლავ არის ყველაზე დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ბიბისისთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს კრიზისი, თუმცა, საქართველოზე უარს არავინ ამბობს.
„საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ არსებობს კრიზისი, თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ არავინ ამბობს უარს საქართველოზე (არავის ჩამოუწერია საქართველო). მანამდე საკითხზე მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი ფიქრობს, რომ, მოსმენილი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო რეგიონში კვლავ არის ყველაზე დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.