სალომე ზურაბიშვილი – ნიკა მელიას დაკავებაზე: არც დრო და არც ფორმა, სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო

“არც დრო და არც ფორმა, სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვას, გმობს თუ არა ნიკა მელიას დაკავებას.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა უფრო მეტი მუშაობაა საჭირო კომპრომისის მოსაძებნად.

„ეს ალბათ არ არის ადგილი, რომელსაც რამის დასაგმობად ავირჩევდი, მე ველოდები და მხარს ვუჭერ კომპრომისს, დეპოლარიაზაციას, დეესკალაციას. არც დრო და არც ფორმა სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ კომპრომისების მოსაძებნად, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისა და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მოვუწოდებ ყველა მათგანს, ალბათ, უფრო მეტად მმართველ პარტიას, რადგან ისინი უფრო პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ თავიდან აიცილონ ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებისა და დესტაბლიზაციის სცენარის მხრივ. ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მე ამის მჯერა, სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი ევროპულ გზას შეაჩერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები