მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის – აი, ამ სისულელეების ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი

“დღეს, როცა ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით არიან დაკავებული, შეუძლიათ – პარლამენტში შემობრძანდნენ და, თუ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო ბერკეტი და შესაძლებლობა, თავად ჩამოაყალიბოს საგამოძიებო კომისია.

„ოპოზიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ დროებითი საგამოძიებო კომისია. დღეს, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან.

თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის – აი, ამ სისულელეების ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები