მეუფე სტეფანე: შემოვარდნენ ჟურნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო

შემოვარდნენ ჟურნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო, – ამის შესახებ მეუფე სტეფანემ განაცხადა.

სასულიერო პირების და მრევლის ნაწილმა, რომლებიც დღეს მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში დაუპირისპირდნენ, ეპარქიის ტერიტორია დატოვეს.

ისინი საეკლესიო გაფართოებულ კრებას ითხოვენ, სადაც მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ბრალდებების განხილვა მოხდება.

ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვრდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეუფე სტეფანე კალიაჯიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე მამაომ ყვირილი დაიწყო. მეუფუს თქმით, მას დაპირისპირება არავისთან არ ჰქონია და სიტუაციის განმუხტვის მიზნით გალობდა.

„აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია. დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არაფერი ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჩემი მხრიდან ან ჩემი კურთხევით არ ყოფილა. მე ჩავიწერე ყველა კითხვა, რისთვისაც უნდა გამეცა პასუხი. ამ ხალხმა დაიწყო ყვირილი, მეორე ფლანგი ჰყავდათ კარებთან. დაიწყეს ყვირილი და არ მომცეს სიტუაცია წყნარ სიტუაციაში მესაუბრა. ეს ხალხი არის სულ სხვა ხალხი. ეს მრევლი არ არის, წინასწარ მომაზდებულია სცენარი, რაც დღეს უნდოდათ განხორციელება და მამები არიან აქ, რომლებიც დაადასტურებენ. ასევე გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, ვინ როგორ იქცევა. ჩემს გადაყენებას რატომ ითხოვენ, მაგათ ჰკითხეთ. ესენი შეთქმულები არიან”,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს.7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები