კელი დეგნანი: საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია

“საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ქალები თანაბრად არ არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე.

,,საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია. ეს პრობლემაა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას.

მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა შემცირდა, ქალები ჯერ კიდევ კაცებზე სამჯერ ნაკლებს გამოიმუშავებენ. მეტიც – ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებია, ვიდრე – კაცების“, – აღნიშნა ელჩმა.

დღეს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერო-მ 1975 წელს აღიარა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები