რუმინეთში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შესახებ მთავრობის გეგმა გააპროტესტეს

​ბუქარესტის ცენტრში ასობით ადამიანი შეიკრიბა – მათ ის კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც რუმინეთის პარლამენტშია შეტანილი და სავალდებულო ვაქცინაციას გულისხმობს.

Agerpres-ის ინფორმაციით, დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკმაყოფილონი არიან კანონმდებლების მიერ შესაბამისი კანონპროექტების განხილვის გამო და რომ ვაქცინაზე უარის თქმა დიდ ჯარიმას გამოიწვევს.

რუმინეთის პარლამენტთან შეკრებილებს პირბადეები არ ეკეთათ, ასევე, ისინი სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აქციის ორგანიზატორებს 1400 ევროს ოდებით ჯარიმა ემუქრებათ კორონავირუსული წესების დარღვევისთვის, რადგან ქვეყანაში მასობრივი შეკრება აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები