გედევან ფოფხაძე: ჩანაწერებმა რომ შეცვალა გარკვეული მორალური კლიმატი არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ცალსახაა, ამიტომ, ეს მოლაპარაკებებზეც აისახება

“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველის” ეთერით შაბათს გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში მორალური კლიმატი შეცვალა.

როგორც ფოფხაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული ფაქტი მოლაპარაკების პროცესზეც აისახება.

“ჩანაწერებმა რომ შეცვალა გარკვეული მორალური კლიმატი არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ეს არის ცალსახა. ამიტომ, მოლაპარაკებებზეც ეს აისახება. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს რეალობაა, იქეთა მხარე არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს, არ არის პოლიტიკური მხარე, არის ტერორისტი ორგანიზაცია, რომელსაც ელემენტარულად მძევლად ჰყავს საზოგადოება აყვანილი და ელაპარაკება ძალის ენით, ამიტომ, ამ რეალობის არ გათვალისწინება მოლაპარაკების პროცესში არ იქნება სწორი”, – განაცხადა ფოფხაძემ.

ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები