WSJ: რუსეთი COVID-19-ის საწინააღმდეგო დასავლური ვაქცინების მიმართ ნდობის შესუსტებას ცდილობს

რუსეთის სპეცსამსახურებს კამპანია აქვთ დაწყებული, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და სხვა დასავლური ვაქცინების მიმართ მოხდეს ნდობის შესუსტება. ამისთვის ისინი ინტერნეტში აქვეყნებენ მასალებს, რომლებიც ამ პრეპარატების უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ აყენებს.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის წარმომადგენელი ოთხ პუბლიკაციებზე მიუთითებს, რომელთა მიღმა რუსეთის დაზვერვის ხელწერა იკითხება.

ამ მასალებში მუსირებს ვაქცინების გვერდითი ეფექტის შესახებ მოსაზრებები, ასევე, ეჭვის ქვეშ არის დაყენებული მათი ეფექტურობა და ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობამ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა დააჩქარა, ასევე, ამ მასალაში სხვა ცრუ მოსაზრებებია გაჟღერებული.

როგორც აღინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიატების აუდიტორია დიდი არ არის, ისინი მოვლენების არასწორი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევიან, რაც შეიძლება, იყოს გამყარებული რუსული და უცხოური მედიის მიერაც.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არხები რუსულ დაზვერვასთან არიან პირდაპირ კავშირში. ყველა ეს საიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის და აშშ-ის ფარგლებს გარეთ ბაზირებენ. ისინი ძალიან განსხვავდებიან ტონით, აუდიტორიით, მაგრამ ყველაფერი რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ეკოსისტემის ნაწილია”, – თქვა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები