აშშ-ში რეპერი ჩაკი თრილი მოკლეს

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში რეპერი ჩაკი თრილი (Chucky Trill) მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომღერალი ავტომაგისტრალზე, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

აღინიშნება, რომ მკვლელი ადგილიდან მიიმალა, მოტივი უცნობია.

ექიმები მუსიკოსის სიცოცხლისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა, ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

ჩაკი თრილი 33 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები