სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ
საქართველოს მასშტაბით არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით დღეიდან განახლდება.
შაბათ-კვირას შეზღუდვა იხსნება როგორც სავაჭრო მოლების, ისე – ბაზრობების მუშაობაზე.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა 8 თებერვლიდან, თუმცა, შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.