სამთო კურორტებზე საბაგიროები დღეიდან გაიხსნება
სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები დღეიდან გაიხსნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
ადგილზე აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.