გურამ მაჭარაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა რასაც ვამბობდით, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი

“ეუთო/ოდირის დასკვნამ უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ამავდროულად, არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ცვლილებები უკვე დაინიცირებულია”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა შეასრულოს ამომრჩეველთა მოთხოვნა და პარლამენტში უნდა შევიდეს.

„დღეს უკვე ყველა, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა საზოგადოება, დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი – რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ერთი მხრივ ამბობს, რომ არ მოსწონდა წინასაარჩევნო კამპანია და მეორე მხრივ, არ მონაწილეობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში, ერთი მხრივ ამბობდა, რომ გაყალბდა არჩევნები და არ მონაწილეობს საგამოძიებო კომისიაში. გუშინდელმა ეუთო/ოდირის დასკვნამ უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ამავდროულად, იქ არსებული ხარვეზები ჩვენი მხრიდან უკვე დაინიცირებულია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა ჯერი არის მათზე, მათ უნდა გადმოდგან ეს ნაბიჯი. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა კი არა, თავიანთი ამომრჩევლებისვე მოთხოვნა შეასრულონ, შემობრძანდნენ პარლამენტში, მათ შორის საგამოძიებო კომისიაში, თუ რამე კითხვები და მტკიცებულებები აქვთ, აქ წარმოადგინონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები