დალაი ლამას ვაქცინაცია Covishield-ის პრეპარატით ჩაუტარდა

დღეს, ტიბეტის სასულიერო ლიდერს, 85 წლის დალაი ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრა Covishield-ის პრეპარატით ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვაქცინაციის შემდეგ დალაი ლამამ მოსახლეობას მოუწოდა, გამოეჩინათ სიმამაცე და აცრილიყვნენ.

„ბევრი სერიოზული პრობლემის აღმოსაფხვრელად ეს პრეპარატი ძალიან სასარგებლოა”.- განაცხადა მან.

იმ საავადმყოფოს ექიმმა, რომელმაც დალაი ლამას აცრა ჩაუტარა განაცხადა, რომ მას ვაქცინაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

„ის როგორც რიგითი მოქალაქე ისე მოვიდა საავადმყოფოში რომ აცრილიყო“,- განაცხადა ექიმმა.

ექიმების თქმით, აცრა კიდევ 10 ადამიანს ჩაუტარდა, რომელიც დალაი ლამას რეზიდენციაში იმყოფებინა. Covishield ვაქცინით სულ 11 ადამიანი აიცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები