საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 16 მარტიდან განახლდება

საქართველოსა და ყაზახეთს შორის 16 მარტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.

ყაზახური ავიაკომპანია – Air Astana ალმათი-თბილისი-ალმათის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ძალაში შესვლიდან (მარტის ბოლო კვირა) ავიარეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 4 მარტს მიანიჭა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები