დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის გუშინდელი სატელეფონო საუბრით კიდევ ერთხელ დადასტურდა შეერთებული შტატების მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონე თვისობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე ავა.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა ძალიან ხელშესახები პრაქტიკული თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში, ერთგული მოკავშირე. ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია ჩვენი ქმედებით, ასევე, კოალიციაში საქმიანობით და დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონე თვისობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე ავა ახალ ადმინისტრაციასთანაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.