რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რიცხვი უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ TourDom-ი Aviasales-ზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები გაიხსნა, ავიაბილეთების ჯავშანი 87%-მდე აღდგა.
TourDom-ი წერს, რომ რუსეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ არსებობს, თუმცა, ქვეყანაში მოხვედრა სტამბოლის გავლით არის შესაძლებელი.