საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებიც შეძლებენ

PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში,  საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

განკარგულებას პრემიერმა ხელი დღეს მოაწერა.

აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის, ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები