მოლდოვამ COVAX-სგან ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

მოლდოვამ COVAX პლატფორმისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის 14 400 დოზა ჩაიტანეს.

კიშინიოვის აეროპორტში თვითმფრინავს დახვდნენ პრეზიდენტი – მაია სანდუ, მოლდოვაში ევროკავშირის ელჩი, ჯანმო-ს, იუნისეფ-ისა და გაერო-ს წარმომადგენლები.

როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, მოლდოვა ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც “კოვაქს” პლატფორმისგან ვაქცინა მიიღო.

ოფიციალური მონაცემით, მოლდოვამ “კოვაქსისგან” AstraZeneca-ს​ 156 ათასი, ხოლო Pfizer-ისგან 24 500 დოზა უნდა მიიღოს.

გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ პრეპარატების გარკვეულ ნაწილს პარტნიორი ქვეყნებისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღებენ.

გასულ კვირას მოლდოვამ რუმინეთისგან “ასტრაზენეკას” ვაქცინის 21 600 დოზა მიიღო, თუმცა, რუმინეთის პრეზიდენტმა კიშინიოვში ვიზიტის დროს თქვა, რომ მოლდოვას, ჯამურად, 200 ათასს დოზას გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები