ლევან ნიკოლეიშვილი – ოპოზიციაზე: თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ მათივე მოგონილი „სანქციებით“, რეალური საქართველო კი ასეთია – ჩვენს ქვეყანას აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა აქვს

„თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ მათივე მოგონილი „სანქციებით“, რეალური საქართველო კი ასეთია – ჩვენს ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა აქვს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს ქვეყანას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რისი დასტურიც ორი უმაღლესი თანამდებობის პირის განცხადება და პენტაგონის უმნიშვნელოვანესი გზავნილია.

“ეს სამი ამბავი გუშინ მოხდა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩვენ ქვეყანას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რისი დასტურიც ორი უმაღლესი თანამდებობის პირის განცხადება და პენტაგონის უმნიშვნელოვანესი გზავნილია.

სწორედ აქ არის ოპოზიციის უბედურება და კატასტროფა – თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ მათივე მოგონილი „სანქციებით“… რეალური საქართველო კი ასეთია – ჩვენ ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა აქვს. ხალხი ყველაფერს ხედავს და ამიტომაც არის, რომ 20 პარტია 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრის თავს აქციაზე”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები