იენს სტოლტენბერგი: ნატოს კარი ღიაა, მაგრამ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები რომ გახდნენ სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ

ნატოს კარი ღიაა, მაგრამ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები რომ გახდნენ სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, – ამის შესახებ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, გახდება თუ არა რომელიმე ქვეყანა ალიანსის წევრი, არის მხოლოდ ამ ქვეყნის და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი. მან ორივე ქვეყანას ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ და ქვეყანაში რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.

სტოლტენბერგმა, ასევე, ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ არიან ამ დრომდე საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები.

გენერალურმა მდივანმა წევრობისთვის აუცილებელი პირობები დაასახელა.

მათ შორის, წევრობის მსურველ ქვეყნებს არ უნდა გააჩნდეთ ტერიტორიული კონფლიქტები, ასეთ შემთხვევაში გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა გაერთიანებას დიდ სამხედრო დაპირისპირებებში მუდმივი ჩართულობა მოუწიოს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო არის მშვიდობის გაერთიანება და არა ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებების.

“ნატოს კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ იმისთვის, რომ წევრები გახდნენ, მათ ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით,”-აცხადებს სტოლტენბერგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები