უკრაინაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო.

მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესს, სულ მცირე, ორი წელი დასჭირდება, ამ ხნის მანძილზე კი ნიღბის რეჟიმის შენარჩუნება იქნება აუცილებელი.

შმიგალის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ოლქების უმრავლესობა “წითელ ზონაში” გადავა, “ლოქდაუნის” დაბრუნებას იქნება აუცილებელი.

მან ასევე არ გამორიცხა მეოთხე და მეხუთე ტალღების დადგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები