იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას დაჭერა არ შეიძლებოდა, ეს იყო მიშას თამაში, მას უნდოდა შეთანხმებების ჩაშლა და მაგიდის აყირავება
“ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ნიკა მელიას დაჭერა არ შეიძლებოდა, ეს იყო მიშას თამაში, მას უნდოდა შეთანხმებების ჩაშლა და მაგიდის აყირავება”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას დაკავებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
„ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ნიკა მელიას დაჭერა არ შეიძლებოდა, ეს იყო მიშას თამაში, მას უნდოდა შეთანხმებების ჩაშლა და მაგიდის აყირავება და ის პოლიტპატიმარს გამოიყენებდა საკუთარი მიზნებისთვის. ამას აკეთებს სააკაშვილი ახლა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ჰყავს დაჭერილი ნიკა მელია, ის თვლის, რომ მას აქვს უფლება, სამართლიანი პროტესტი და გულისწყრომა, რომელიც მოდის ხელისუფლების მისამართით, ამაში გაფლანგოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პლებისციტის იდეას არ ეთანხმება.