ბლინკენი: რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა​ აშშ-სთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ

 

“შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი კონკურენტი და მოწინააღმდეგეა, თუმცა, საჭიროა გარკვეულ დათმობებზე წასვლა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პროგრამულ სიტყვაში განაცხადა.

“ზოგიერთი ქვეყანა ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ ჩინეთის გამოწვევა სხვაგვარია”, – თქვა დიპლომატმა.

ბლინკენის თქმით, ჩინეთი აშშ-სთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს და მას ძალის პოზიციიდან უნდა მიუდგნენ.

“ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მძლავრი ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური რესურსით, რომელსაც შეუძლია, გახდეს გამოწვევა სტაბილური და ღია საერთაშორისო სისტემისთვის”, – თქვა დიპლომატმა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე მსოფლიოში დემოკრატიების მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საკითხი არ დგას – დავუჭერთ თუ არა ჩვენ მხარს დემოკრატიებს, მაგრამ საქმე ისაა, როგორ გავაკეთებთ ამას”.

“ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამას საკუთარი მაგალითებით გააკეთებს”, – აღნიშნა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები