ჯო ბაიდენმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისთვის და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის გამო, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ თეთრი სახლის დოკუმენტშია ნათქვამი.

ჯერ კიდევ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის მარტში დაწესებული სანქციები ძალაში 6 მარტის შემდეგაც დარჩება.

“პოლიტიკა და ქმედება, რომლებზეც აღნიშნულ განკარგულებებშია საუბარი, კვლავინდებურად წარმოადგენს უკიდურეს საფრთხეს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სანქციების გაუქმების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ქვეყნის კონგრესს 90 დღით ადრე უნდა შეატყობინოს.

2014 წლის შემზღუდავი ზომები შეეხო რუსეთის ბანკებსა და კომპანიებს, მსხვილ მეწარმეებს, რუსეთის თანამდებობის პირებს, ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობას, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ხელმძღვანლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები