შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა

“ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დაბრუნება.

,,დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს არა დათმობა, არამედ ნორმალურ კალაპოტში მოქცევაა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის.

ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა. ჩვენ ამ პროგრესისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ – საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შევქმენით და დავდეთ პროდუქტი, რომელზეც არსებითი რაიმე კრიტიკა არ არის. როგორც ჩანს, ამ პუნქტებს შინაარსობრივად ყველა თუ არა, ბევრი ეთანხმება. ასევე, შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც არის გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ, თუ ეს მაინცდამაინც მათი სურვილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციას ხვალ კანცელარიასთან მსვლელობა აქვს დაანონსებული, ხოლო 13 მარტისთვის დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები