ზატულინი: თურქეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკა რუსეთის შეშფოთების საფუძველს იძლევა

“სომხეთსა და რუსეთს უნდა ესმოდეთ, რომ იმ გზებით, რომლითაც ამჟამად თურქეთი და აზერბაიჯანი მიდიან, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდება”, – განაცხადა რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა.

ყარაბაღში პოსტსაომარ ვითარებაზე საუბრისას მან თქვა, რომ ბევრი საკითხი დარჩა კადრს მიღმა, მათ შორის, სომეხი სამხედროების დაბრუნების საკითხი.

“აზერბაიჯანში გამარჯვების ეიფორია, აღლუმი, ენვერ-ფაშას გახსენება, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა გაახმოვანა და ზოგადად აზერბაიჯანში თურქეთის დემონსტრაციული ყოფნა, შეუძლებელია, რუსეთს არ აღელვებდეს, არ აიძულებდეს მას – გადახედოს ურთიერთობას არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ – აზერბაიჯანთანაც”, – თქვა ზატულინმა.

მისი თქმით, რუსეთი დღეს ავითარებს ურთიერთობებს ორივე ქვეყანასთან, მაგრამ “ხანგრძლივი შეშფოთების” საფუძველი მოსკოვს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები