“ცრუ ინფორმაციის მოსმენის შედეგად ფარნა მახოხაშვილს ოჯახის წევრი გარდაეცვალა, სად არის ნინო ლომჯარია?” – თამთა მეგრელიშვილი

“ცრუ ინფორმაციის მოსმენის შედეგად ფარნა მახოხაშვილს ოჯახის წევრი გარდაეცვალა, სად არის ნინო ლომჯარია?”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, სახალხო დამცველმა ყველა უნდა დაიცვას.

“ბადრი ბასიშვილის, მიჰას ზონდერის, 7 ნოემბრისა და „იმედის“ დამრბევის ყურში ნაჩურჩულები ტექსტებით, „ტვ პირველმა “ და „გლავკანალმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფარნა მახოხაშვილმა დაარბია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ოფისიო (ოპოზიცია ასე ირწმუნებაო).

ფაქტია, ამ ცრუ ინფორმაციის მოსმენის შედეგად ფარნა მახოხაშვილს ოჯახის წევრი გარდაეცვალა.

დიახ, მოხუცმა ბებიამ გაჟღერებული ინფორმაცია მოისმინა, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა!!!

სად ვცხოვრობთ!!! როდემდე უნდა გაგრძელდეს გადაუმოწმებელი ინფორმაციითა და ცრუ ბრალდებებით ადამიანებისა და ოჯახების ტერორი და განადგურება?!

გამოფხიზლდით!

ადამიანი გარდაიცვალა, ხალხო, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და მოსმენის შედეგად!

ცალკე თემაა, ოპოზიციიდანაც რომ კლავენ და ცოდვის კალოს ატრიალებენ…

ოპოზიციის გარდა, მედიაზონდერებიც კლავენ…

მაგრამ მე ახლა სხვა რამ მაინტერესებს. სად არის ნინო ლომჯარია?

რამდენი საათი გავიდა ამ ფაქტის შემდეგ და ხმას არ იღებს. ეტყობა, ვერ მიიღო ჯერ ნარატივი, საიდანაც იღებს ხოლმე… ნინო ლომჯარია, სტატუსი – სახალხო დამცველი გესმის, რას ნიშნავს?! გასაგებია, რომ ოპოზიციაში გადასასვლელად ემზადები, მაგრამ ჯერ კიდევ სახალხო დამცველი გქვია!!! სა ხალ ხო !!!

ანუ, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, ყველა უნდა დაიცვა! შენი შერჩევითი დამოკიდებულება მიუღებელია! ველოდები შენს რეაგირებას!”, – წერს მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები