ფარნა მახოხაშვილი: ტვ ,,პირველის” მიერ გავრცელებული ტყუილის გამო, ვითომ მე ჩავამტვრიე ,,ნაცმოძრაობის” ოფისის ფანჯრები გორში, ჩემი მოხუცი ბებია გარდაიცვალა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ფარნა მახოხაშვილი ერთ-ერთ ტელეკომპანიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს, რა დროსაც თითქოს მან გორში ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრია.

მისივე თქმით, ამ ფაქტის გამო მისი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

,,ტვ ,,პირველმა” ჩემ მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ, მე ჩავამტვრიე ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფანჯრები გორში, რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს. ტვ ,,პირველმა” ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა ტვ ,,პირველმა” ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა. მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და, რაც მთავარია, ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა”, – წერს ფარნა მახოხაშვილი.

შსს-მ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე 4 პირი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები