იტალიაში ვირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომლის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები შესაძლოა, არაეფექტური აღმოჩნდეს

იტალიელმა მიკრობიოლოგემა ლომბარდიაში, ქალაქ ბრეშიაში კორონავირუსის ე.წ. ნიგერიული შტამი გამოავლინეს, რომელმაც მათი შეშფოთება გამოიწვია, რადგან ამჟამად არსებული ვაქცინები შესაძლოა, ამ შტამის წინააღმდეგ ბრძოლაში არაეფექტური აღმოჩნდნენ.

როგორც AdnKronos-ს იტალიის ვირუსილოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა არნალდო კარუზომ განუცხადა, საუბარია ვირუსის იშვიათ ვარიანტზე, რომელიც ამჟამად აფრიკაში, კერძოდ,  ნიგერიაში ვრცელდება. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოში ამ შტამის გავრცელების შემთხვევებიც არის და ასეთი შემთხვევების რიცხვი მზარდია.

“სამეცნიერო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, არის თუ არა ეს შტამი მეტად თუ ნაკლებად აგრესიული. ასევე, არის თუ არა ის მდგრადი ანტისხეულებზე, რომლებიც ვაქცინაციის შედეგად ჩნდება”, – თქვა მან.

კორონავირუსის ე.წ.ნიგერიული შტამი გასული წლის დეკემბრის ბოლოს აფრიკის კავშირის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

იტალიაში ამ დრომდე კორონავირუსის სამი შტამი იყო გამოვლენილი: “ბრიტანული”, “ბრაზილიური” და “სამხრეთ აფრიკული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები