რომის პაპი: კაცობრიობას წარღვნა ელოდება

რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, კაცობრიობას ახალი წარღვნა ელოდება.

ამის შესახებ გაზეთი Corriere della Sera წერს.

პონტიფიკოსის თქმით, ასეთი კატასტროფა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოს ლიდერები გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში კონკრეტულ ზომებს არ მიიღებენ.

“წარღვნა მოხდება, თუ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას”, – თქვა მან.

ფრანცისკემ ასევე თქვა, რომ ნოემ კატაკლიზმი სათნოებით გადალახა, შესაბამისად, პაპმა მოუწოდა მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს კეთილგონიერებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები