შარლ მიშელი: ჩვენ 2021 წელს ევროპის კონტინენტზე ვართ და ომია, ეს სამარცხვინო რეალობაა

ჩვენ 2021 წელს ევროპის კონტინენტზე ვართ და ომია, ეს სამარცხვინო რეალობაა, ხალხი ამ კონფლიქტში განაგრძობს სიკვდილს და ცხოვრობს უკიდურესად რთულ ვითარებაში , – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინაში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე გამოხატა ევროკავშირის ურყევი ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მინდოდა აქ ჩამოსვლა, რათა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, თუ რამდენად მიუღებელია სიტუაცია და შევხვედროდი მათ, ვინც სამუშაოს ასრულებს უკიდურესად რთულ ვითარებაში.

სამწუხაროდ, რუსეთმა იმავეთი არ უპასუხა უკრაინის პოზიტიურ ნაბიჯებს მინსკის შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. ამიტომაც რუსეთის მიმართ ჩვენი ეკონომიკური სანქციები ძალაში რჩება. რუსეთი კონფლიქტის მხარეა და არა შუამავალი. ჩვენ ველით, რომ რუსეთმა უზრუნველყოს ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის სრული წვდომა უკრაინის იმ რეგიონებში, რომელსაც არ აკონტროლებს მთავრობა. COVID-19-ის პანდემია არ უნდა გახდეს საბაბი ამ რეგიონების კიდევ უფრო გამოყოფისთვის უკრაინისაგან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს დაბრუნდეს კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივ ცენტრში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, უკრაინის ხალხი მარტო არ არის. ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები