სომხეთის პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსი მეორედაც არ გაათავისუფლა, თუმცა, გასპარიანს წასვლა მაინც მოუწევს – ოპოზიცია სარქსიანთან შეხვედრას ითხოვს

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა თანამდებობიდან ქვეყნის გენშტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი მეორედაც არ გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტი პრესსამსახური ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ძალაში ავტომატურად 3 დღეში შედის.

როგორც სარქსიანის პრესსამსახურში აღნიშნეს, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ მან 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებას გადახედოს, რომელიც “სამხედროების სტატუსისა და სამხედრო მსახურების შესახებ” კანონში იქნა შეტანილი.

არმენ სარქსიანმა ნიკოლ ფაშინიანის შუამდგომლობაზე გასპარიანის გათავისუფლების შესახებ უარი პირველად 27 თებერვალს თქვა.

თუმცა, გუშინ ფაშინიანი და სარქსიანი ერთამნეთს შეხვდნენ, როგორც ჩანს, სომხეთის პირველი პირები სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მან, სარქსიანის გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტთან საგანგებოდ შეხვედრა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები