გიგა ბოკერია: იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ, ამ საბაბს მოვუსპობთ

“იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ, ამ საბაბს მოვუსპობთ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკერიას თქმით, აქციები სხვადასხვა ფორმით კვლავ გაგრძელდება.

„გუშინ შარლ მიშელმა საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა და განსაზღვრა საკითხები არსებული რეალობიდან გამომდინარე. დღეს უკვე ვხედავთ საბაბის პოვნის მცდელობებს.
ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ, ამ საბაბს მოვუსპობთ. გამოვრიცხავთ ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას უშუალოდ აქციების შესრულებისას.
აქციები გაგრძელდება კვლავ და იქნება სხვადასხვა ფორმის,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები