თურქეთში რესტორნები გაიხსნა, ასევე, საკლასო ოთახებს მოსწავლეები დაუბრუნდნენ

თურქეთში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს რესტორნები გაიხსნა, მოსწავლეებს კი საკლასო ოთახებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.

ასევე, ქვეყნის პრეზიდენტმა უქმე დღეებში “ლოქდაუნები” გააუქმა დაბალი და საშუალო რისკის ქალაქებში და ინფიცირების მაღალი რისკის ქალაქებში ბლოკირება მხოლოდ კვირა დღეს იქნება ძალაში.

კაფეებსა და რესტორნებს დღეიდან მუშაობის უფლება აქვთ დილის 07:00 – 19:00 საათამდე, ამასთან, შენობა მხოლოდ 50%-ით უნდა იყოს სავსე.

ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი და დაწყებითი სკოლებისა და  8-12 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 9 891-მდეა გაზრდილი, მთავრობამ ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

“ვირუსით ინფიცირების რიცხვი მზარდია. ვერ ვხედავთ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების პირობებს. პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა არ უნდა იყოს”, – აღნიშნულია თურქეთის ექიმთან ასოციაციის განცხადებაში.

თურქეთში, რომლის მოსახლეობა 83 ადამიანს შეადგენს, 7 მილიონზე მეტმა პირმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, 1,89-მ კი – ორივე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები