გიგი უგულავა: „ქართული ოცნება“ არ აპირებს უკან დახევასა და ხალხის ხმის გაგონებას, ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც

“„ქართული ოცნება“ არ აპირებს უკან დახევასა და ხალხის ხმის გაგონებას. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, აქციები კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„აქციები მანამდე იყო დაანონსებული. აქცია, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებშია, არანაირი წინააღმდეგობაში არ მოდის პარალელურ, სხვა პროცესთან. ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ მანამ, სანამ, მინიმუმ, რაიმე ტიპის შეხვედრა არ იქნება ჩანიშნული. ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ. „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები