არჩილ თალაკვაძე: მიმდინარე კვირას შესაძლებელია ნამოხვანჰესის საკითხის პარლამენტში განხილვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას შესაძლებელია ნამოხვანჰესის საკითხის პარლამენტში განხილვა.
ამის შესახებ თალაკვაძემ დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც ამ შემთხვევაში გამოდის მოთხოვნით, რომ ამაზე იყოს უფრო აქტიური დისკუსია პარლამენტში. ეს განხილვის საგანია. მთავრობა არ იყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ, თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება ამაზე, შეგვიძლია, პლენარულ სხდომაზე მოვუსმინოთ სხვა პროფილის მინისტრებს, მთავრობას ზუსტად ამ თემაზე და არა მართლწესრიგის საკითხებზე, რაც შეიძლება მომდევნო კვირებში გადაიდოს და მაღალი პრიორიტეტი ამ საკითხს მივანიჭოთ. ასე რომ, მოგიწოდებთ, ამაზე კონსულტაციები გამართოთ და ამ ორი დღის განმავლობაში შევძლოთ ორგანიზება, სადაც საზოგადოებას ყველა კითხვაზე მეტი ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.