BBC: იაპონია ჩინეთს მიმართავს, შეწყვიტოს მისი მოქალაქეების ანალური ტესტით შემოწმება

იაპონიის მთავრობა ჩინეთს მიმართავს, რომ შეწყვიტოს აეროპორტში ქვეყანაში ჩასული, მისი მოქალაქეების  ანალური ტესტით შემოწმება კორონავირუსზე.

როგორც BBC წერს,  იაპონიის ზოგიერთი მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ტესტის გაკეთების დროს ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს.

ჩინეთმა იანვარში კოვიდტესტირებისთვის ანალური სინჯების აღება დაიწყო. გასულ კვირას კი უარყო ინფორმაცია, რომ აღნიშნული პროცედურის გავლა ამერიკელ დიპლომატებსაც მოსთხოვეს.

„ჩინეთში მდებარე, იაპონიის საელჩოს მოქალაქეებმა საჩივრებით მიმართეს ანალური ტესტების აღებასთან დაკავშირებით, რამაც მათ ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა“, – განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა, კატსუნობო კატომ.

მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენ იაპონელს ჩაუტარდა მსგავსი პროცედურა.

კატსუნობო კატოს თქმითვე, მსგავსი მეთოდით ტესტირება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის დამტკიცებული.

იაპონიის მთავრობამ უკვე გაგზავნა შესაბამისი წერილი ახსნა-განმარტების მოთხოვნის მიზნით პეკინში, თუმცა, ამ დრომდე ჩინეთის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები