შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ჩვენმა ოპოზიციამ პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით გადაწყვიტა
„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სიტყვიერი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან დიალოგზე საყვირებით მივიდა. ამის შესახებ პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
„გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ჩვენმა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა…
…საყვირებით. რუსეთების ძახილით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს.