მამუკა მდინარაძე: გუშინდელ შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, ეს ოპოზიციის სპეკულაციებია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნების შესახებ საუბარი არ ყოფილა და ეს ოპოზიციის სპეკულაციებია.

,,შეთანხმება შედგა იმაზე, რომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებების ახალი ეტაპი. ახალი ეტაპი გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთმანეთთან ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილები და შეთანხმება დასრულდეს პოზიტიური შედეგით. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ თითქოს იქ ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე იყო საუბარი, პირიქით, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ არის,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საერთაშორისო შუამავლებთან ერთად შეხვედრა შედგა, თუმცა, ოპოზიცია დაანონსებულ აქციებზე უარს არ ამბობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები