“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს არწმუნებდა შარლ მიშელი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს, ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ პირობა დაარღვია.
„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს არწმუნებდა შარლ მიშელი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს, ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ, პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ, დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით”, – განაცხადა მდინარაძემ.