ზაალ ანჯაფარიძე: მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს
“მეორე დღესვე დაარღვიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კონსტრუქციულობა ოპოზიციის ბუნებას ეწინააღმდეგება.
“მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა.
ეს იმიტომ, რომ კონსტრუქციულობა უბრალოდ მათ ბუნებას ეწინააღმდეგება.
იმედია, ამ ყველაფერს ხედავს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ხედავენ სხვებიც. როგორ აღიქვამენ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ, ჩემი აზრით, რთულია, დადებითად აღიქვა, როდესაც გეუბნებიან ერთს, ხოლო საქმით აკეთებენ მეორეს.
მოკლედ, არ გათეთრდების ნაც ყორანი, გინდა მიშელმა ხეხოს ქვიშით, გინდა – სხვა ევროპელმა დიდმოხელეებმა”, – წერს ანჯაფარიძე.