გორბაჩოვი: რუსეთმა საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებთან უნდა აღადგინოს ურთიერთობა, რომლებთანაც ამჟამად უთანხმოება აქვს

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი აცხადებს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ნამდვილი კავშირი ვეღარ იქნება.

ამის შესახებ მან “კომსომოლსკაია პრავდა”-ს განუცხადა.

მისი თქმით, “იყო იდეა, შექმნილიყო რუსეთს, უკრაინას, ყაზახეთსა და ბელორუსს შორის ერთიანი ეკონომიკურ სივრცე და ეს სწორი გზა იქნებოდა. ეს ოთხი ქვეყანა როგორია? მათი 80% საბჭოთა კავშირია! მაგრამ ვეღარ დავბრუნდებით”.

კითხვაზე, რატომ ვერ შედგა ეკონომიკური კავშირი, გორბაჩოვი ამბობს, რომ ეს უკავშირდება ამ ქვეყნების ლიდერების ამბიციებსა და კაპრიზებს.

მისივე თქმით, აუცილებელია ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გაძლიერება, ასევე, საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებთან ურთიერთობის აღდგენა, რომლებთანაც ახლა უთანხმოებას არსებობს.

“ყველა ეს ორგანიზაცია არის გასაძლიერებელი. და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს იმ ქვეყნებთან ურთიერთობის აღდგება, რომლებთანაც ამჟამად უთანხმოება გვაქვს”, – თქვა მან.

დღეს, 2 მარტს მიხეილ გორბაჩოვი იუბილარია, მას 90 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები