ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი

“დღევანდელი დღე არის იმის კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, საჭიროა ისეთი შესაძლებლობის გამონახვა, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს.

“დღევანდელი დღე არის იმის კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. ჩვენ არასოდეს გვითქვამს დიალოგზე უარი, ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაგვყოფს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები