ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პარიზის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი კორუფცისაა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და მას სამი წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა, მათგან ორი პირობითია.

ანალოგიური სასჯელი მიიღეს სარკოზის ყოფილმა ადვოკატმა, ტიერი ერზოგმა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ჟილბერ აზიბერმა

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც სასჯელის რეალური ვადა მიიღო.

66 წლის ნიკოლა სარკოზის ბრალი მოსამართლის იმ მიზნით მოქრთამვის მცდელობაში ედება, რომ 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა. სარკოზი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ყოფილი პრეზიდენტის გარდა, საქმეში მისი ადვოკატი – ტიერი ჰერცოგი და ყოფილი მოსამართლე – ჟილბერ აზიბერი ფიგურირებენ.

პროკურორები სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ, მათგან ორი შესაძლოა, ყოფილიყო პირობითი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები