ფინეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს

ფინეთის მთავრობამ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

Yle-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ინფექციური დაავადებების შესახებ ქვეყანაში არსებული კანონი რესტორნების დახურვის შესაძლებლობას არ იძლევა.

ახლა რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტების დახურვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს, მოსალოდნელია, რომ მათ 8 მარტს სამი კვირით დახურავენ.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობა აძლევს შესაძლებლობას მთავრობას, სკოლების დახურვა გაახანგრძლივოს და რეგიონებს შორის გადაადგილება შეზღუდოს.

ფინეთის რამდენიმე რეგიონში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ინფექციის მკვეთრი მატება შეინიშნება.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების ​58 064 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 742 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები